Monday, June 25, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმის ფორმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ზიზი მეჭურჭლიშვილი
საგანი: მუსიკა           
სწავლების საფეხური / კლასი: დაწყებითი / 4 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: ნოტის გრძლიობა - მეოთხედი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს განასხვაოს და ჩაწეროს მთელი, ნახევარი და მეოთხედი გრძლობის ნოტები. მუშაობს ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა მობილიზაციას საგაკვეთილო პროცესისთვის, აცნობს შეფასების რუბრიკას, თემას და მიზანს



2 წთ
2
მასწავლებელი ურიგებს ბავშვებს ინდივიდუალურად თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ მთელი და ნახევარი წრეების ფოტოებს და სთხოვს მიუწერონ შესაბამისი გრძლიობები. ისაუბრონ მათ შესახებ რაც იციან რამდენი თვლა შეესაბამება თითოეულ მათგანს.
კითხვა - პასუხი
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლები
5 წთ
3
მასწავლებელი პიანინოზე იღებს ბგერებს და სთხოვს მოსწავლეებს განასხვაონ ისინი სიმაღლის მიხედვით, დაბალია ბგერა თუ მაღალი. შემდეგ კვლავ სთხოვს განასხვავონ ბგერები ხანგრძლიობის მიხედვით. ბგერა ხანგრძლივი ჟღერადობისაა თუ მოკლე ჟღერადობისაა.
ინტეგრირებული
ინდივიდუალური
პიანინო
3 წთ
4
მასწავლებელი სვავს კითხვავს  - როგორ ფიქრობთ იქნება თუ არა ნახევარი გრძლიობის ნოტების გარდა სხვა გრძლიობის ნოტები? მოსწავლეები მღერიან „ჟუჟუნა წვიმას“ და აკვირდებიან ბგერების ხანგრძლივობას 
კითხვა პასუხი
მთელი კლასი
პიანინო, ნოტები
5 წთ
5
მასწავლებელი აკრავს დაფაზე თვალსაჩინოებას, რომელზეც გამოსახულია მთელი, ნახევარი და მეოთხედი გრძლიობის ნოტებს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ ეს ნაწილი გაოსახონ თვალსაჩინოებაზე, მათემატიკაში უკვე შესწავლილი წილადების სახით და შემდეგ აუხსნის, რომ ამ წილადებს განასხვავებენ მუსიკაში ნოტების საშუალებით და მიუწერს თითოეულ მათგანს შესაბამის ნიშანს.

მთელი კლასი
თაბახის ფურცლები, დაფა
5 წთ
6
მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები გაახმოვანებენ ავტომობილის სიგნალს და დათვლიან ტაშით, რასაც თვითონ დაუწერს დაფაზე.

მთელი კლასი
დაფა, ცარცი
4 წთ
7
მასწავლებელი ურიგებს სანოტო ფურცელზე ინტონაციურ სავარჯიშოებს, სადაც გამოყენებულია მთელი, ნახევარი და მეოთხედი გრძლიობის ნოტები. მასწავლებლის მიერ შერჩეული სამ - სამი სხვადასხვა სიმბოლოთი, რომელსაც თვალსაჩინოებისთვის დაუწერს დაფაზე, უნდა აღნიშნონ თვითოეული მათგანი.
ინტეგრირებული
მთელი კლასი
დაფა, სანოტო რვეული
5 წთ
8
მასწავლებელი ურიგებს სანოტო ფურცლებს სადაც დაწერილია მხოლოდ ვიოლინოს გასაღები, ზომა 4/4 და სანოტო სისტემა დაყოფილია ტაქტებად, სადაც მათ უნდა დაუწერონ რიტმული სავარჯიშოები შესწავლილი გრძლიობების გამოყენებით.

ჯგუფები
სანოტო ფურცლები
6 წთ
9
მასწავლებელი ჯგუფებში სამუშაოდ აძლევს მოსწავლეებს შესწავლილი სიმღერის „თეთრი გვირილას“ სანოტო ჩანაწერს ტექსტის გარეშე და შემდეგ ერთად უსმენენ სიმღერას. (ტექნოლოგიების დახმარებით. )მასწავლებელი უხსნის, რომ ორჯერ მოსმენის შემდეგ მოცემული სანოტო ჩანაწერში თითოეულ ბგერას უნდა მიუწერონ ტექსტის შესაბამისი მარცვალი.

ჯგუფები
კომპიუტერი
8 წთ



ესგ-თან კავშირი:
მუს.IV.5.მოსწავლე ასხვავებს და ჩაწერს გრძლიობებს მთელი, ნახევარი და მეოთხედი
მუს.IV.7.მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს შეუძლიათ განასხვავონ და ჩაწერონ მთელი, ნახევარი და მეოთხედი გრძლიობის ნოტები.

როგორ გამოვიყენებთ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლების პროცესში

გაკვეთილზე აქტივობების ჩატარება მოხდება ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით.